შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მა-დონნა

გია ბ. 2 წლის წინ
მე შენში ვჭვრიტე მადონნა
აღმოჩნდა ნდობა გადამეტებად
დგახარ აწ უკვე ჩვეული დონნა
თანამედროვე ქალ-წარმატება.

ურცხვად, უტიფრად იპყრობ სივრცეებს
ვნებიან მიხვრას უხამებ გონითს
თუმც მარად ქალური ვერ იფერებს
ქცევას იშთარის და ცოდვის მონის.

მიუხედავად იმედის მსხვრევის
მე შენში მინდა ვიხილო ზეცა
და შინაგანში ჰანგების რხევით
ჟღერს ნუგეშისმცემელი მესა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →