შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ტომას მურს

რას აკეთებ ახლა ნეტავ,
ჰაუ, ტომას მურ?
რას აკეთებ ახლა ნეტავ,
ჰაუ, ტომას მურ?
ნაღვლობ თუ სხვას ედავები,
რითმას წერ თუ სატრფოს ხვდები,
იქნებ, ვინმეს ეფერები,
რომელს, ტომას მურ?
მაგრამ კარნავალი მოდის,
ჰაუ, ტომას მურ!
კარნავალი ზარით მოდის,
ჰაუ, ტომას მურ!
ნიღბებით და ამღერებით,
დაფდაფების გახელებით,
გიტარების აჟღერებით,
ჰაუ, ტომას მურ!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →