შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ძილგამკრთალი მზე

მზეო ძილგამკრთალთა, კაეშნის ვარსკვლავო!
შორითო ციაგო, მთრთოლო, გულსაკლავო,
შენ ცხადქმნი სიბნელეს და ვერ კი აქარვებ,
ოჰ, შვებას გარდასულს ასე რად მაგონებ...

შენსავით დღეები წარსულად ქცეული
ელავს და ვერ ათბობს შუქგადალეული;
ეგ სხივი მაძრწუნებს მე, ღამეგანათევს,
როგორი შორია, რა ცივად ანათებს!..



Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →