შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

უძინართა მზევ

ინგლისურიდან თარგმნა ზაალ ჯალაღონიამ

უძინართა მზევ, შენ ვარსკვლავო კაეშნიანო,
აცრემლებული სხივები, რომ გადმოგდენია.
მრუმე წყვდიადი შენს ცრემლებში ამოდ ხმიანობს
და გარდასული აქ იღვიძებს დღეთა გენია.


ეს სიხარული- მოკამკამე ნათლის მარმაში,
უკვე ვერ შველის, სამყაროა იმდენად ბნელი.
ცათა მშვენებავ, მწუხარე ხარ, არ გსურს თამაში,
და შორით ჩანხარ ასე ცივი და უგრძნობელი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →