შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

პური ვიყავი

ჩიტები ირგვლივ
მივლიდნენ წრეებს
ძირს დაგდებული პური ვიყავი
შიმშილისაგან ნისკარტებს
ასფალტზე ხარბად ლესავდნენ.
ემზადებოდნენ ჩემს დასაკენკად.
შენ ჩამოიარე
ძირს დაგდებული
პური ხელში აიღე
სამჯერ აკოცე, დაფხვენი
და ისევ ჩიტებს გაუნაწილე.
ჩიტები მკენკავდნენ
სიხარულით მოშიებულნი
კენკვის დროს
ნისკარტის დარტყმისას
პურს და მტვერს ჰყვებოდა
ჩემი კენკვის ნახმევი ექო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →