შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მუდარა ჩიტებს

ჩიტებმა უნდა
გაიტაცონ
ააფრინონ
გაანიავონ
მაღლა ატყორცნონ
ღრუბლებზე აგორაონ
უწონადობაში აბურთაონ
გრილ ცას შეაჩვიონ
რომ დაამშვიდონ
დაუამონ
ძველი დარდები
მრისხანებები
დაუოკონ
ცრემლნი დაუფერთხონ
ანუგეშონ, გამოაფხიზლონ
ბრაზთაგან დაამშვიდონ,
დაასვენონ
გადატვირთონ...
რომ კვლავ მომართო
შენ ჩემკენ
გული
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →