შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მერიენის ბეჭედი

ქალი წევს ისევ ლეწრმიან ტბაში
ქალი წევს, ქალი მაყვლიტუჩება
ორთქლს ადენს ლერწამს
მწველი ტუჩებით

ნუ ეურჩები მსოფლიო ამ ქალს
სურნელი მოგკლავს
და ლერწმიანში გადაიფრენს მთვარე შევარდნის
ადუღებული როგორც ბადაგი

და ის დაგდაღავს ვით ანათემა
და ლერწმინაში ამოდის ქალი
როგორც ალქაჯი, შავი სიზმარი
ქალს შეშლილობის ატყვია ცრემლი

მისი სახელი არს მერიენი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →