შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

სამაელს

შენ დაიბადე თავისუფალი
როგორც ნადირი მოსული ტყიდან
დაგხვდა გრიგალი ისე წუნკალი
როგორც გრიგალი მოსული ციდან

დრო არის ომის, დრო არის ღელვის
ხორცი იწვება ზამთარში მარად
დავატრიალე დასტა ვით ძველად
და ჩვენში მოკვდა დღეს ომი, ბასტა

დღეს მე მაქვს პასტა, იყოს ლეჩაქი
გავიღეთ სისხლი და გადავისხით
კვლავ ძველებურად ელავს ელჭექი
რა მოტკბო არის ორივეს სისხლი

წავიდეს სისხლი, აღვლინდეს მთვარე
გადმოეფრქვიოს ქართა დებოში
დაბრუნდი როგორც ნადირი ტყიდან
შემოაბიჯე ჩემს სამეფოში
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →