შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ჭყავილი მთვარის

ბამბუკის წვრილი ძაფებივით ეშვება ქვევით
ყვითელი მთვარე შეფერილი მწვანე ალებით
და უშორესი მწვერვალიდან მოაფრქვევს ალებს
მზეში მავალი უწვრილესი ორბიტალები

და ბოროტების ყვავილებში მკივანი კატა
ისეთი შავი ვით კვერცხივით ცილებში მკვდარი
ფოთოლის ბანქო, ინსომანი ჩრდილების ტახტთან
თვალებით სრუტავს ოკეანეს კატურად ჟღალი

სიჩუმის წიაღს შენახული წიგნივით მშვიდად
რომანის ბოლოს გაშვიდების ალი რომ ცურავს
ყველაფერს ხურავს მშვენიერო, ყველაფერს ხურავს
რომანის ბოლო ანადგურებს ყველაფერს მშვიდად

ასე ნირვანა იჭყანება ცოფიან მზერით
გადმოიჭყანა შუაღამის ალებში მთვარეც
ბრდღვინავს მთოვარე, გასაოცრად ლამაზი, ცხელი
ვით დედოფალი შუაღამის შიშინებს, ჟღალი

მელანხოლია შავი გედის ტბის პირას მზარავს
მელანქოლიკიც თავის ბეჭდით ჩურჩულებს იქვე
ფოტოსინთეზი დედამიწის, ფერფლიან წიგნებს
ცის გეტოებში დამწყვდეული ქალივით ბღალავს

ბამბუკის წვრილი ძაფებივით ეშვება ქვევით
ყვითელი მთვარე შეფერილი მწვანე ალებით
და უშორესი მწვერვალიდან მოაფრქვევს ალებს
მზეში მავალი უწვრილესი ორბიტალები

ჭყავილი მთვარის
ჭყავილი მთვარის
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →