შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ლიმნიანი

ბარში ელვარებს ყვითელი სივრცე
და წყაროს თვალი გაკრთა პატივით
რა მოტივია, წყეული ვიგრძენ
მოსიარულე ბნელში ლანდივით

კვდებოდა ქარი, კვდებოდა სივრცე
მე კომშის ქარი ნახევარმთვარით
თვალწინ დავკბინჩე როგორც სიზმარი
ამოგიყვანე მხეცის იარით

სისხლმა გაუძლო ორპირ ნუგეშსაც
დაიღრიალა და მოტორტმანე
ქალი გამოჩნდა სისხლის ბუდეში
ყელგამოჭრილი და ასე მჟავე

შენ მოგატყუე განნდობის შემდეგ
მოტყუვდი რა ვქნა, გიტევს მისანი
და დაგაფრინდი ვით კელტი კელტებს
წვიმა ფრინავდა მოუსისხარი

ქალი კი კუბოს გაეკრა ჯვარზე
თმა ვერცხლისფერი ყვითლად ბრწყინავდა
მე ლეგიონი, წყეული გვარი
მთვარე ბერწ მთებში გადაინაზა

და დღეს მინაზე სისხლი გადმომდის
შავი ბუჩქებში მიმხმარ ზღმარტლივით
ბუდას ყვავილი, გალიალოტი
ჩრდილი დენილი წყაროს მჭვარტლივით
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →