შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

აჰრიმანის სიბნელე

ბნელა ოთახში, მათრობს მუსიკა
აქ ბერძნულ მითთა პანთეონია
ვგრძნობ ღამის პირმშოს, უმანკო ნიავს
და მაღლა ცაში დიდი ომია

ომი ამბოხის და გასაჭირის
სიზმრებში ისევ ვაბრუნებ ღმერთებს
და არ მეღირსოს მე მშვიდი ძილი
მოვკლავ ქალს მაშინ, ბავშვს გავიმეტებ

ქვეყანას ელის აქ დიდი წარღვნა
თუ მრისხანებამ იფეთქა ალით
აპოკალიპსი და სისხლის ფრქვევა
შელოცვილი და შემტკბარი მთვარით
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →