ჩანაწერი
Laravel
ბაალს
გაწამებული გოდებდი მახსოვს
ზმანებებს წყევლით ედავებოდი
წყაროსთან დუმდი და ღრიალებდი
დიდხანს ტიროდი და არ კვდებოდი
არ მიყვებოდი არცერთ ქარავანს
ბნედიანივით იწვოდა მთვარე
მე ვიძახოდი შენ ხარ არავინ
შენ კი კეტავდი სიცილით კარებს
და გრძელდებოდა მუდმივი ომი
და გრძელდებოდა ჟამის კანკალი
შენ იძახოდი არ არის შორი
მე კი სამსხვერპლო ვერძი დავკალი.
ზმანებებს წყევლით ედავებოდი
წყაროსთან დუმდი და ღრიალებდი
დიდხანს ტიროდი და არ კვდებოდი
არ მიყვებოდი არცერთ ქარავანს
ბნედიანივით იწვოდა მთვარე
მე ვიძახოდი შენ ხარ არავინ
შენ კი კეტავდი სიცილით კარებს
და გრძელდებოდა მუდმივი ომი
და გრძელდებოდა ჟამის კანკალი
შენ იძახოდი არ არის შორი
მე კი სამსხვერპლო ვერძი დავკალი.
Laravel
კომენტარი
0