შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ოქროპირ მნათეს პორტრეტი

ცად ჭახჭახებდა ბებერი მთვარე
ისე უნთებდა სიცოცხლეს სანთელს
როცა ტაძართან აღშფოთებული
გრიგალს ეკიდა ოქროპირ მნათე

და ირწეოდა გრიგლის სიჩუმე
ქარი თავისას ითხოვდა თითქოს
და გასავლელი იყო მიწაში
ო, გასასვლელი ძალიან ვიწრო

მაგრამ რადგანც იგრძნო გრიგალი
და რადგან მთვარე ეტრფოდა სანთელს
ზედ დააკვდა და არ გასცილდა
გრიგალს მსხვერპლივით შემკვდარი მნათე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →