შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ალისას

თქვენი ჭრილობა ღია სულია
თქვენი სასჯელიც არის იგივე
ამ ქვეყნად მარტო არვის უვლია
იცხოხლეთ სანამ შეძლებთ იყივლოთ

ვერ მიგატოვებთ, იყოს, იცოდეთ
სულაც რომ მოვკვდე თქვენი გულისთვის
ერთხელ თუ დაგწვა ცეცხლების მცოდნემ
ადგილი აღარ გრჩება ყურითვის

ამიტომ თქვენთვის თავსაც გავწირავ
პური მიჭირავს სიცოცხლის ყუით
ვიცი რომ ყუა არის დაცინვა
თუმცა ვერ მაძღობს, მაგრამ არ ტყუის

რომ ყველაფრისთვის მზად ვიყო მუდამ
რათა სამარე არ იყოს ფართო
მე მირჩევნია ძაღლის კუდობას
ძაღლს ჩემი ხორცის ნაწილი ვანდო

ვერ დაგივიწყებთ მე თქვენ ვერაფრით
ვიცი რომ გტანჯავთ ღვთიური სული
ღმერთი თუ არა მე მიანც ვღელავ
და იქნებ ღმერთსაც შეუჩნდეს შური
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →