შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ვამპირი

იასპის სისხლი, ვამპირის კბენა
ეს ტყე სიზმარი, ეს ტყე სიზმარი
მისინის ლოცვები, მისნის აღრენა
და ტყეში მთვარე დაუვიწყარი

ეს ტყე დაიწვა როგორც ეს გული
სამშობლოვ ჩემო ნებაა ღამე
ვინღა მომიკლავს სანუკვარ წყურვილს
ჩემვე კვარცხლბეკზე ეშაფოტს დგავენ

ვხდები ამ ქვეყნად ვერარა მიხსნის
ვერ გავამრართლებ ამ ფუჭ საქციელს
ანგელოზებმა მანთხიეს სისხლი
ვამპირებად რომ გარდავაქციე

ეს გული ერთხელ დაიწვა ტყეში
ღამე ნებაა სამშობლოვ ჩემო
სანუკვარ წყურვილს ვინღა მომიკლავს
დღეს ჩემს კვარცხლბეკზე ვის მოვეფერო

მიხსნის ვერარა, ვერარა გიხსნის
ვერ გაამართლებ ამ ფუჭ საქაციელს
ანგელოზებმა მანთხიეს სისხლი
ვამპირებად რომ გარდავაქციე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →