შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

და ნესტიანი ქარბუქის ბოლოს

თოვლში დნებოდა ვარდი წითელი
საკანში მქონდა პური და ღვინო
და დაფრინავდნენ გარეთ ჩიტები
მეუბნებოდნენ არ დაიძინო!

მე მაინც ვტეხდი მიცემულ აღთქმას
მეძინებოდა საკანში ნებით
ამას მოსდევდა ჩემივე განთქმა
ჯვარცმა, წამება, ნასროლი ქვები

მძულდა ჩიტებიც რომ მიმღეროდნენ
ქვეყანაც მძულდა და ვღრიალებდი
სიზმრებს სცხვენოდა ჩემი ღრიალის
ტკივილებს მარად რომ მიამებდნენ

და ერთხელ სარკმელს ჩემი კივილით
გადაემტვრია ყოველი რკინა
და სანამ ვარდი გამქრალა თოვლში
ვივლი ქარბუქთან, ოდესღაც მივალ.

და ნესტიანი ქარბუქის ბოლოს
ვიპოვე ვარდი მშვენების სული
უკიდურესი გაფრენის ტოლი
არს უკვდავება და გაზაფხული
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →