შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

გიჟების დღე

გაგა კოხოძე 1 წლის წინ
მადლობა გიჟებს და შეშლილებს მადლობა დიდი
ბისი და ბრავო ენაცველაბა ტაშსა და სტვენას
დაფნის გვირგვინით კილო სტრიქონს ერთ კოცნად ვყიდი
დახლით სცენაზე ქარში ვარ და მოვიხმობ შველას...

ამნაირ დღეზე შევიკრიბოთ მე და შენ უნდა
ვარდები უნდა დავურიგოთ გამვლელებს თოვლში
წითელი ღთვინით გაჟღენთილი მოსისხლო გუნდა
დავლიოთ სროლით,გადავდნოთ ოქროში თოში...

მადლობა გიჟებს,რომ არსებობს მათი დღეც თურმე
ხან მშველელი ვარ ხან მოვიხმობ პირაქეთ შველას...
წინასწარ ვხედავ გზას არ ვუცდი წაქეულ ურმებს
ვინც მოგვილოცეთ გულითადი მადლობა ყველას ..!!!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →