შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

შეიძლებოდა კიდეც ელოდი

გაგა კოხოძე 1 წლის წინ
შეიძლებოდა კიდეც ელოდი
ლექსებს რომ არ ვწერ შენც იცი კარგად
ჩემი წერით თუ დაუწერლობით
საკითხავია რომელით ვკარგავ.

არავითარი ჩარჩო და რიტმი
არავითარი ბწკარი და ხაზი,
ვართ მოყვარული ორივემ ვიცით
სითხის რომელსაც იძლევა ვაზი.

ცენტრი იქაა სადაც ხარ ახალა
და ნუ დამიწყებ ახსნას ახლიდან,
მთავარი არი გვერდით ვინ გახლავს
ანდა პირიქით შენ ვის ახლიხარ.

რის ბალახვანი რა ქუთაისი
რის თეთრი ქვები რისი რიონი
ახლა რითმაში არის დაისი
უნდა ვახსენო გალაკტიონი.

ეს ყველაფერი პირობითია
ალბათ მომიწევს ხალხთან გამხელა
შენ რომ დარეკავ მე რომ დავრეკავ
ცენტრის ცენტრია აუუ რამხელა..
დედამიწა ხომ ერთი ბურთია
ერთი წამი და კვამლში გახვევა...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →