შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ჩანახატი ტოსკანაში

გაგა კოხოძე 1 წლის წინ
ახლა ტოსკანაში სამი საათია
ღამის სამი არის ზუსტი
თავთან სულ პატარა მინის სანათია
გულში ერთად ყოფნის მუხტი

ახლა იმერეთში ხუთი საათია
დილის...ლებანიძის ლექსთა
როგორ მეზიზღება ჩემი აპათია
ინფანტილურობა ფერთა...

ახლა დედამიწას თეთრი აფარია
შავი აფარია სხვა მხრით
რა მნიშვნელობა აქვს მაინც ზღაპარია
და ფრთებს მაინც ყველა დავხრით.

ახლა ტოსკანაში სამი საათია,
ზუსტად სამი არის ღამის...
თავთან სულ პატარა მინის სანათია
უკვე გათენდება ლამის...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →