შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

უადრესატო

გაგა კოხოძე 1 წლის წინ
შენ გიყვარს ლექსების ლურჯი ბუმერანგი
წიგნების ფურცლების ნარნარი თამაში...
არ გიცნობ და ცამდე გახსნილი პერანგი...
მინდა გაგიცვალო ზაფხულის კაბაში...

არ გიცნობ, და ისე ტკბილია ბავშვობის
სითეთრე გარეულ თმების გაშავება
და ეს დღეც წარსული ქარების ნაშობი
იმ ძველებს ძალიან ტკბილად გადაება...

მიიღე ექსპრომტად გაყინულ თითებით...
ნაბეჭდი სილურჯე ბავშვობით ნაზავები...
კარგი ხარ, სარკესთან ლექსებით ირთვები,
დავკრიფე სტროფების მსუყე თავთავები

შენთვის და მოგართვი, სინზე დალაგებით,
ლექსის რაშს ამოვდე თითები ლაგამში...
მინდა გაგიცვალო კოცნაზე არაკები
სკამის საზურგეზე გაკიდულ კაბაში.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →