შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ლექსის წერა

გაგა კოხოძე 1 წლის წინ
ლექსი წერა არაა პოეტობის დამღა და
არც გარითმვის სურვილი გამოიხმობს მუზებს
ცხოვრებამ თუ გაწვალა და ძალიან დაგღალა
წამოწექი, დაჯექი...სულაც სდიე ბუზებს..

პოეტობა არაა ასი ლექსი დაწერო
ან ათასი დაწერო სულ პოემა თუნდაც
სიტყვა მოცულობისთვის ატრიალო გაწელო
ნულით თუკი იწყება ერთიანიც ნულთან

ისე თანაბარია, როგორც მთაგრეხილები
მწვერვალების კალთებზე დაშვებული ზვავით...
ხელში ისე შეგრჩებათ, უნაოჭო ტვინები
როგორც კოზირ აგურში, ცალფა ტუზი ყვავი..

ჩვენ თქვენ რას დაგვეწევით, ანდა თავს რად გვიტოლებთ,
ან რად ცდილობთ პოეტურს, ცისფერ სისხლის ჩასხმას...
ჩემნაირათა ტკივილებს კამათლებად იგორებთ..
თქვენ რომ ბუხარს უზიხართ, ჩვენთან არის თავსხმა ...

ლექსის წერა არაა, პოეტობა ბატონო
არც გარითმვის სურვილი: მნიშვნელობა მუზის
თქვენნაირი მუდმივად იპარავს ან მათხოვრობს
ჩემნაირებს მუდმივად კალმის წვერზე უზის.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →