შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ანტიპლაგიატი

გაგა კოხოძე 1 წლის წინ
არ ამიღია არავისი არსად სიტყვები
არც დიდების... არც პატარების კიდევ მეტადრე
თუ აღმა ვერა, არც (დინებას) დაღმა მივყვები,
რა გადაწერა? საკუთარ თავს მაგას შევკადრებ?!



არც გალაქტიონს შევმალივარ ფრთებში ტილივით
არც ტიციანის ამიღია თარგი რითმების...
დავდივარ ასე საცალფეხო ჩემი ბილიკით
სტილიც ჩემი მაქვს, ცხოვრებაც და ხლეჩაც ბირთვების.


არავის ჩრდილში არ დავმდგარვარ (რომ არ გამეთქვა)...
ბედი ყოველდღე სატანჯველით რადგან მხედნიდა...
არც გავტეხილვარ ჯერ ერთი მერე რა მეთქვა
ერთ დღეს ხალხისთვის; დავხედავდი როცა კედლიდან.

ასე ვცხოვრობ!.. და ხელოვნება უფრო დიდია
ვიდრე მე და შენ, ან სუყველა ერთად აღებით ....
ცაზე ღრუბლებიც პოეზიის ძალით ჰკიდია...
მზეც ამ სხივების ჩუქურთმაც და ოქროს თაღებიც...

არ ამიღია არავისი არსად სიტყვები
არც დიდების... არც პატარების კიდევ მეტადრე
თუ აღმა ვერა, არც (დინებას) დაღმა მივყვები,
რა გადაწერა? ვინც კითხულობს მაგას შევკადრებ?!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →