შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ლოთარიუსი

გაგა კოხოძე 1 წლის წინ
რამდენი დაგვილევია, რა სახელის და გრადუსის,
ცაზე რამდენჯერ აგვენთო დილა დუქნების მაცნე
რამდენჯერ გამოვაღვიძეთ, დიონისე და ბახუსი
ნახევრად რომ არ გვახსოვდა სუფრა არც შენ და არც მე....

სულის დილამდე მიტანით, და იმედების სითეთრით
გვითენებია სუფრა, და გვითენებია ქუჩა ..
მე უფრო ჩუმად ვიყავი, თითქმის არაფერს გიმხელდი
რომ ჩემს ლექსების სიყვარულს, ბოლო არა არ უჩანს...

ამ ნატანჯ წუთისოფელში ხორცები გავათრევინოთ...
სურვილი ნუ მოგვიშალოს ასე მარტივად რომ ვთქვათ
ერთმანეთს...თან მტერს აუგი ქართველზე არ ვათქმევინოთ...
ჩვენ ისევ ბევრჯერ შევხვდებით, არ მოიწყინო ოთარ!!!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →