შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მარიტა

გაგა კოხოძე 1 წლის წინ
მიყვარხარ ისე რომ სამყაროს ვსუნთქავ ფილტვებით,
რომ შენი ყველა ანარეკლი ჩემში ომობდეს...
რომ არ მიყვარდე ანდა როგორ, რას დაგიტევდი
რომ არ მიყვარდე, გამგლიჯავდა ელვა ბოლომდე ...

მიყვარხარ როგორც...ანდა ამას რა შედარება,
რა ეპითეტი ჩაანაცვლებს ველურ სიგიჟეს ...
შენი ღიმილი გამეშლება მზიან დარებად,
რადგან მანამდე მზე მიყვარდა, გადავიკიდე

მტრად ... და ორლესულს სხივზე მაცმევს ყოველ ცისმარე,
და მეკი მაინც შენ მიყვარხარ ვცნობ ჩემს ნაწილებს
მუდამ არ მყოფნი, და ვერასდროს მე ვერ გიკმარე
სანამდე ის მზე ანათებს და ღამეს აცილებს.

მიყვარხარ ისე რომ სამყაროს ვსუნთქავ ფილტვებით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →