შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ქუთაისური

გაგა კოხოძე 1 წლის წინ
თვრები ალბათ ახლა სადმე
სული მიგაქვს სახლში ჭიქით
როგორ მინდა ვიყო მანდ მეც
შვიდ მთასა და ორ ზღვას იქით

მოედანზე სარწყავებით
რომ ვიწრევოთ შეხტომებად
ბაღის კიდის ნაწნავები
მთვრალებს ქალის გვეგონება

გათენების მადლი გვეცხოს
ქუთაისის მირონიდან
ღვინო გვქონდეს პური გვეცხოს
მეტი პოეტს რაღა მინდა

სულში ჩაჭედილი ტყვიით
გულში ჩაშვებული ლოდით
ტვინში ფიქრის დინამიტით
რომ დავფიქრდე არ ვარ ლოთი

თვრები ვიცი და გულს გიყოფ...
ქუთისში ბევრჯერ ჭიქით
როგორ მინდა ერთად ვიყოთ
შვიდ მთასა და ორ ზღვას იქით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →