შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ბევრი წერს ლექსებს ***

გაგა კოხოძე 11 თვის წინ
ბევრი წერს ლექსებს, და რომ ჰკითხო, პოეტიც კია,
აქლემის ტვირთი, მოურგია ბეჭებეზე ჩოჩორს,
დამპალ ვაშლს თუ კი გაურითმა მსუქანი ჭია,
უკვე წიგნს ბეჭდავს და სადაფნედ ამზადებს ქოჩორს !

რა გინდა უთხრა, როცა უკვე იწამა ჯიქურ,
რომ პოეტია, და მისიანს სთხოვს რეცენზიას,
შენ სირცხვილისგან, მთელი სახე და შუბლიც გიხურს,
მას კი ფეხებზე ჰკიდია და უკეთესია,


რა გინდა რომ თქვა, ღამეები, ტკივილში ხარჯე,
ჭაღარის ფასად, ამ ცხოვრების აღარა გიკვირს...
შენ ამ ნიჭისთვის, შავ ბორკილებს შეუშვერ მაჯებს,
ის კი უნიჭოდ, უსირცხვილოდ მოირგებს გვირგვინს !
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →