შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ტყის ჩანახატი

გაგა კოხოძე 11 თვის წინ
ფოთოლი იკრავს სისხლსა და ბეწვებს,
(მთვარე ჰკიდია ჩალეწილ ცაში),
შუაზე გაყვეს, ადგილზე შეწვეს.
ნახევარი კი წაიღეს სახლში...

მიინაცრება საცაა ღველფი
ბელი აცინებს მთვარეში დათვებს...
კალმახის კუდით ავარდა შხეფი,
ფრთა წააფარა არწივმა მართვეს!

ზის ფუღუროში დებილი ბუ და
ფუღუროს ქვემოთ მიწაზე მგელი,
ტყე ნირვანაში როგორაც ბუდა
გარინდულა და ახალ მსხვერპლს ელის !
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →