შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

არაფერი პირადული ***

გაგა კოხოძე 1 წლის წინ
არაფერი პირადული, არაფერი კერძო,
მდინარეზე ირეკლება, ქალაქი და მთვარე,
მახსენდება ჩემი ხავსით დაფარული ეზო,
ცხრა მთას იქით მშობლიური, მოსჩანს არემარე.

არაფერი პირადული, მშობლიური მხოლოდ,
ცას და მიწას გავლებული, სანუკვარი ზოლი,
ბოლოს მაინც არ მოუჩანს ლოგიკური ბოლო,
ფიქრი ზეცამ შეიწოვა როგორც ლურჯი ბოლი...

არაფერი პირადული არ უშველის საქმეს,
სანამ "ჩვენი" არ გახდება ტკივილი და შველა,
სანამ ყველა, ერთ იდეას არ ვაჩუქებთ რამეს,
სანამ ერთად არ დავდგებით, ყველა ,ყველა, ყველა !
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →