შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

უთქვენოდ

გაგა კოხოძე 1 წლის წინ
ღამეა და ზუსტად სიჩუმე საწერი
მბჟუტავად მოისმის ელმავლის რახრახი,
ზეცაზე ვარსკვლავთა ნაკადი გავცერი,
მთვარე კი თავს მადგას ფიქრების მათრახით.

თაროზე ბოთლები, არაყის და ლუდის
ფანჯარიდან მოჩანან სახლები კრამიტის,
დღიური ქაოსით ღამეში დავბრუნდი,
ესაა ფიქრის და ჭიდილის ამინდი....

ნეტავი ნათელის წერტილი მეპოვა
ჩემს სახლად და ფიქრად ამ წუთში ცა იქცა,
საცაა ჰორიზონტს ახალი მზე მოვა
და კიდევ ერთი დღეც, უთქვენოდ გაიქცა !
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →