შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მალა მალა...

გაგა კოხოძე 1 წლის წინ
მალა მალა მალა მალა
თავი მალა ლექსი მალა
ბოთლებია ჩატეხილი და
ხერხემლის ორი მალა...

თხარა, თხარა, თხარა თხარა,
მიწა მისი კია მარა,
ნამეტანი მოუვიდა
მეზობლისას შეიპარა ....

ვერაფერიც ვერ დამალა,
ცუდი ლექსი კი მიჩქმალა,
ისე თხარა, დანაც, თოფიც,
სახრჩობელაც მიითვალა...

ასე არის არ გასვენებს
როცა გამჩენ შემოქმედი,
რავა მუქთად გახვედი და
სულ ტყულად შემოხვედი !
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →