შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მოწვეთავს იმედი

გაგა კოხოძე 1 წლის წინ
მოწვეთავს აზრებში იმედი,
ეცემა ნაოჭებს ტვინის,
რომ მინდა ვერაფრით მივედი
იქამდე და სული ტირის.

ეღება სურვილს ცის კარი
და მხოლოდ ცაშია შველა,
მოდის მოლურჯო ცისკარი
ახლაც როგორაც ძველად.

მზე ჩახევს ოზონის განსაცდელს
გულებში ფეთქვებად შედის...
იმედი მომავალს არ ასცდეს
თან გაგვდევს: ლოცვებად დედის.

ტკივილი, შვება და ტკივილი,
შვება და ტკივილი ვცდებით...
შვილი და მამა და კვლავ შვილი...
არ წყდება ქაოსი ცების.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →