შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

პოეტებს სიშორე

გაგა კოხოძე 1 წლის წინ
პოეტებს სიშორე ბედად გვაქვს,
სამშობლოს, ოჯახის, ძმების ...
მე აქეთ, მაქეთ კი თქვენა ხართ...
ცხვარს ჭამთ და თანდათან თვრებით...

მერე რა ერთ დღესაც ისევე
ჩავჯდებით გულებით ერთად
ჩვენი დრო ასტრალში ისვენებს
ახლოა ცასთან და ღმერთთან...

პოეტებს სიშორე ბედად გვაქვს
პორტალად გავხსენი ლექსი
მე აქეთ, მაქეთ კი თვენა ხართ
და ჩემიც უჩემოდ შესვით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →