შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ცაზე მინახატი ჩანახატი

გაგა კოხოძე 1 წლის წინ
ასე უსათაუროდ ასე უშესავალოდ,
უპროლოგ ეპილოგოდ მინდა; წერა ჩემია...
არის ნელი ცხოვრება რომ იტყვიან " საშვალო"
ზოგი ეტლით არის და ზოგის ჯორი ცხენია.....

ყველა ტყვიის მოხვედრა სანატრელი გამიხდა...
იყო ამის წამი და , თეთრი თოკის სიმძიმეც ....
როგორც არამკითხესთვის მისახედი მამიდა....
ბევრმა ჭორზეც .. ცუდადთქმულ ეპითეთზეც იცინეს

ვეძებ მუდამ ზეცაში, ცხვირწინ მიდევს არადა,
ლოგიკური სპირალის, აგორგლილი აზრები...
სქელყდიანი წიგნებით დატვირთული კარადა...
იქვე ბროლის ვაზაში, ძველი "ტეტე"-ს ვაზნები.

აზრი არაფერია, სიტყვა არის მთავარი,
და სიტყვები ფრაზებს და ფრაზები კი მოთხრობებს...
აგერ ქალი შევიდა მოხეთქილი რავარი,
ბადე გაუჭიმიათ კარის თავზე ობობებს
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →