შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ცეცხლი ბუხარს

გაგა კოხოძე 1 წლის წინ
შენს ნატიფ სხეულს, შენ სადა თითებს,
ფარფატას როგორც ნაყინი ბამბის,
თავხედურ სუნთქვით, მორევში ვითრევ,
რომ გავარღვიო სიმტკიცე დამბის...

გამოგონილი არსების ვნება
რომ დაგიმსხვირო ბროლივით ქარში...
შენი სიმტკიცე ფიფქივით დნება,
ხარ დარჩენილი უნამცხვროდ ბავშვი...

არც ჩემი ხარ და არც იცი ვისი,
შენ თავსაც კი არ ეკუთვნი ალბათ...
როგორც მინდორში ნათქვამი ფიცი
გვირილებს შორის ველური ბალბა...

ასე საიდან მოხვედი წამში...
ანდა საერთოდ მოსული თუ ხარ...
ისე მიხდები, ვით ქროლვას რაში
ვარსკვლავებს მთვარე და ცეცხლი ბუხარს !
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →