შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

როგორ მინდოდა

გაგა კოხოძე 1 წლის წინ
როგორ მინდოდა რომ გეთქვა ღამით,
ის ერთი სიტყვა სამყაროს ხმაზე,
რადგან მზის შუქზე აბრწყინდა ნამი...
ხალხი საუბრობს ჭამაზე... სმაზე...

შენ მიდიოდი როგორაც მიდის,
მდინარე თავის ორ ნაპირს შუა,
მე კი ვიყავი იმედის ხიდი,
სადმე და რამე იმედი თუა.

და როგორც ბაღი სემირამიდის
ეკიდე წარსულს და აწმყოს შორის...
შენთვის ფიქრობდი: -ჩემი რა მიდის
და ერთი ორი... და ერთი ორი...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →