შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მეტი რაღა გიმღერო

გაგა კოხოძე 1 წლის წინ
შენი თმების ჩანჩქერი,
ჩამოექცა მკერდის მთებს,
ყელი მოღერებული
უკოცნელად ვერ ითმენს....

არომატი მაგ კანის
არის ცათა ზეფირში
როგორც ვაზნა ნაგანში
შენს ფერებას ვერ ვიშლი...

თვალთა უკიდეგანო,
და უძირო სიმუნჯეს
მინდა შემოვერკალო
და ჩემს მკერდზე მიყუჩდე...

დაგიკოცნო ტუჩები,
ცეცხლი ვნების დავლიო...
ვარდის ცელქი ფურცლები
მკერდზე გადაგალიო...

ხარ მზის ფერი თვალებით
კოსმოსური სიცილით,
ვერსად დამემალები
და მოწყენილს სიცივით.

ისევ კოცნით აგანთებ
რომ მზე იქით გაათბო
ბრწყინავ, ცეკვავ, ანათებ
სდექ შენ დროვ და საათო...

შენი თმების ბურდებით
ცისფერიდან ზღვისფრამდე,
მინდა გეფერებოდე
დღეში ასჯერ გიყვარდე....

ლურჯი ბრილიანტი ხარ
მზის დარო და თავად მზე
მეტი რაღა გიმღერო
უფრო დიდი ამაზე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →