შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ტოსკანური ქარი

გაგა კოხოძე 1 წლის წინ
ცოლშვილი ატანს
ტოსკანურ ქარს
ტანსაცმელს ქართულს,
სახურავზე ზის
სალომეს კატა
ახტება მავთულს.

ქარია მოკლედ: გაგახსენებს
ბალახვანს, ქუჩას...
ქუჩას რომელსაც სულ ბოლოში
ქვის კიბე უჩანს

ანდა ბავშვობას, დაგლეჯელი
მუხლით და წვივით...
წყენას, სიხარულს,
გართობას და ბურთისგან ტკივილს...

და ახლანდელი გინდება
რომ აწყვილო მასთან
ცხოვრების აზრი, ემოცია
განცდების დასტა


ვერ დაეტევა ამ რითმაში
ტკვილი ჩემი
ვერც თეთრი მზე და ირონია
მიხურავს ნიღაბს
ქარს რომ სასჯელში
შევუდექი ოჯახთან
ვშველი !
ო ეს ქაოსი როგორ მკლავს და
თან როგორ მიყვარს !
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →