ჩანაწერი
Laravel
ქუთაისური წვიმა
ქუთაისურ თავსხმაში,აივნების ქიმებთან,
შევეწიწილკრუხე და ხალხიც შემომიერდა.
ბალახვნიდან ამოსულს,საფიჩხიის საზღვართან,
მესმის ღამის ქუჩაში,ცოლი ქმარს რომ ლაძღავდა.
-შენ დალიე ქერძაფი,ლოთი ხარ და მტარვალი,
-მომაწოდე ეგ ძაფი, დაგიკერო შარვალი.
-ქალო ენა ჩაიგდე,რავა ტყვილა აშარდი,
-ძაფი ლურჯი რომ მომცა?!
შავი!!!
- შენზე გავშავდი.
წვიმა უფრო უმატებს,ცრემლად გასკდა ცარგვალი,
ამ სხვადასხვა გაგების ხალხს, გვადარდებს შარვალი.
ზოგმა ივარაუდა,ამინდების სერია...
დედა მამას ურეკავს:
-მოდი ბავშვი სველია.
-პენსიები იქნება იქით კვირის ბოლოსთვის,
-კილოიანს ვიყიდი სამურაბედ ჟოლოსთვის...
ერთ აივანს რამდენის დატევა შეძლებია,
შეფარება წვიმის დროს,ყველაფერზე მეტია.
ის ოჯახიც ჩაჩუმდა,ხალხიც ნელა წავიდა,
წვიმა შეწყდა, ყველაფერში ათი წუთი გავიდა.

კომენტარი
0