შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ნერვები თამაშობენ

გაგა კოხოძე 1 წლის წინ
ნერვები თამაშობენ ჭიქებით, გამალებით...
ეს ყავაც ცხელია და ის ლუდიც გაცივდება,
შემეშვით უბრალოდ და თავი დამანებთ,
ბუხრებთან დგახართ თუ უბრალოდ მაცივრებთან ...

გიჟური სონეტები, მოთეთრო ჰარმონია,
კონიაკს დაეძალეთ გირჩევდით გამალებით...
სხვაგვარად ვერ მიწვდებით ლექსების აგონიას,
ან სულაც უბრალოდ ეს თავი დამანებთ...

მტვერია ამ ოთხაში და კანი მეფხანება
ტიალი გარედან მოვიდა სიფრთხილით...
სივრცის და სონეტის წამებთან შეფარდება,
ტროტილის განცდები უმოკლეს ფითილით....

ნერვები ისევე რჩებიან პირველები,
სიცოცხლის ხაზები და ფესვები მოძრაობის...
ტკივილებს წაიღებს ზაფხულის ფრინველივით...
დაღლილი სამყარო- მაცდური ჭორაობით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →