შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

სოლო

გაგა კოხოძე 1 წლის წინ
ორკესტრი გრგვინავს,დირიჯორის ჯოხზეა სული,
რიძგინებს ექო,აწმყოს ჰანგი მომავალს უხმობს...
ინსტრუმენტალურ საოცრებას სიცოცხლის გულში...
ცხოვრების ლოჟა( და პარტერიც ) შესქერის უხმოდ...

დიდია როცა,დაფნის გვირგვინს გესვრიან კონად..
ორკესტრის ერთი მეკონედი გეკუთვნის ალალ...
დარბაზი არის შესრულების უსიტყვო მონა...
ბრავო და ბისზე სიმორცხვისგან შენ მზერას მალავ...

მაგრამ მე მაინც სხვანაირად ვუყურებ წარსულს,
და მომავალსაც,ფანტაზიებს არაა აქვს ბოლო...
არადა არა,მე ჯადოსნურ ორკესტრში არ მსურს...
და თუმც უბრალოს მაგრამ მაინც ვასრულებ სოლოს...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →