შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ნიცა

გაგა კოხოძე 1 წლის წინ
რკინის ბოძებში და თეთრ მინებში
გავმართე იქვე ჩემი ლოგინი..
რადგან ამაო არის ზვირთებში
გათენებამდე ჩუმი ლოდინი...

რადგან არ მოვა ვიცი საშველი,
რადგან ზღვაც მიხმობს, ცხელი ნაპირით,
რკინის ლოგინი, სკამი მაშველის,
ან მივატოვო, როგორ რა პირით?!

და ვთვრები რადგან მზესთან შეხვედრა,
არის ურთულეს სვალათა კასკადი,
როცა ქუჩაში შემოგათენდა
ეს ცხოვრებაა და მასკარადიც...

გამართულია ტალღა მარილით,
და წყლის წვეთებით გამართულია...
მზის სადიდებლად მე მიტანილი
ლექსიც არ მქონდა განა რთულია?

მეზარებოდა, თითის გაქნევაც,
მაგარამ ახლა კი მეც და ჭიქებიც...
სადღეგრძელოებს ვამბობ ამხელას
შენ სულ იქნები, მე არ ვიქნები...

რკინის ბოძებში, ქვიშის მარცვლებზე,
ხის სკამებზე და ცის ზედაპირზე...
ისე თენდება, ცეცხლე, ნაცრებზე...
რომ ნავით მოდის მზე ზღვის ნაპირზე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →