შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ჩემი სიმფონიის თეთრი კლავიშები

გაგა კოხოძე 1 წლის წინ
მტკივა ყველაფერი, თეთრად თენდებიან
რთული სერიები ღამის გასალახის
სადღაც ჩნდებიან და სადღაც ბერდებიან,
ცაზე ვარსკვლავები, ჩვენთვის დასანახი...

რამდენ კილომეტრებს, ფიქრი გადაიფრენს,
თეთრი სტიუარდი ღრუბლის თეთრი პრინცი,
თუნდაც ზღვების გზებით, ჩემთვის სულ ერთია,
მაინც არაფერი, არაფერი ვიცი...

წლები წუთებივით მიედინებიან,
ყველა წამს შემეძლო გულში ჩამეკარით...
მალე კოსმოსები შეერკინებიან
ქვა ქვას არ დარჩება, ყველა ნამეხარი...

მტკივა უთქვენობით ძილის დანახარჯიც,
ყველა ფიქრის ფიქრში კვანტად დავიშლები...
რადგან სუნთქვა მიყვარს მე თქვენს დანახვაზე,
ჩემი სიმფონიის თეთრი კლავიშები

თქვენ ხართ!!!
უსასრულო სივრცის მოიმედე
ჩემი საპყრობილე მალე გათეთრდება ....
ლამის მოვირბინე აჰა მოიხედეთ...
მალე ჩაგიკრავთ და მალე გათენდება...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →