შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

სახალისო

გაგა კოხოძე 1 წლის წინ
ისეთია დილა: რომ ხორცი ლამის ნეტარებს,
შემოდგომის სუნის და ფერის მიყვარს ეს შებმა,
ჰორიზონტში ვიდექი ალიონის მეკარედ,
შეტევაში მზის გოლი გამიტანეს ღმერთებმა.

ხო ისეთი დილაა,თითქოს გული ასესხე
შარშან ვიღაც უცხოს და, წელს ორმაგად გიბრუნებს,
მაყურებლის ფორმაში თუთა ტოტებს აცეცებს,
გასცდა ბურთი კოსმოსურ ორბიტალურ ტრიბუნებს.

მიყვარს მზის ნაკვალევი,ცაზეც, ზღვაზეც,მინდორზეც...
შუქის ქარიშხალებში,უცხო ქალთა პროფილებს,
მზერას რომ ჩამოაყრდნობ სიარულის მინორზე,
დაღლას თმების საკიდის კუთხეზე ჩამოკიდებ...

დახეული რითმების იმ უბადრუკ კალათას,
მზეშეწონილ ღიმილზე ბევრს ჩაუკრავს თითები...
ზოგი საცივს აკეთებს,ზოგი მხოლოდ სალათას,
ზოგი წერს და ზოგი კი თავადაა რითმები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →