ჩანაწერი
Laravel
მსოფლიო ქარი
მსოფლიო ქარია მეტოქე ჩემი
სხვა არვინაა
მტკვარმა მომივლინა ეს განაჩენი
რაც დაცინვაა
ზამბახხმიანია სიცარიელე
ვით ქალის ნანა
მკვდარი ბავშვების სიმშვენიერემ
წყევლა ქვეყანა
ატირებულია ტიტების ტბები
მე ტივი მტანჯავს
სულით გვიანი ჩნდებოდა გემები
სარკეც არა მგავს
ფეთქავს უსაზღვრობა ხაზის ხასხასის
ძრავს ალიონებს
დუელი ქაოსთა გრიგალებს ჩამძახის
უნაზეს ომებს
სისხლი გულიდან სისხლსაც იმონებს
არ არის ქარი
მღვრიე ეტლები მთვარეს გაათევენ
არსად რაარი
გამიიავდა დემონური თვალების შუქი
ქრის სილა მასზე
სულით მძიმე ვარ სხეულით მსუბუქი
ვით სილამაზე
სხვა არვინაა
მტკვარმა მომივლინა ეს განაჩენი
რაც დაცინვაა
ზამბახხმიანია სიცარიელე
ვით ქალის ნანა
მკვდარი ბავშვების სიმშვენიერემ
წყევლა ქვეყანა
ატირებულია ტიტების ტბები
მე ტივი მტანჯავს
სულით გვიანი ჩნდებოდა გემები
სარკეც არა მგავს
ფეთქავს უსაზღვრობა ხაზის ხასხასის
ძრავს ალიონებს
დუელი ქაოსთა გრიგალებს ჩამძახის
უნაზეს ომებს
სისხლი გულიდან სისხლსაც იმონებს
არ არის ქარი
მღვრიე ეტლები მთვარეს გაათევენ
არსად რაარი
გამიიავდა დემონური თვალების შუქი
ქრის სილა მასზე
სულით მძიმე ვარ სხეულით მსუბუქი
ვით სილამაზე
Laravel
კომენტარი
0