შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

დამქაშები

წუხელ ყანწს ვცლიდით სიზმრის ბიჭები
ცრემლთა ღვინოში გვედგა თაობა
გვახსენდებოდა სიყრმის ჭინკები
და ჩვენვე ვიყავთ შთამომავლობა

ღამის ლაჟვარდთა ხმა სისხლიანი
კიდევ ოხრავდა ჩვენს გულისძვრაში
მაგრამ ქალები ლილიიანი
გვათამაშებდნენ ვნებიან ძაბრში

დალეწა დილის ჩადრები ყვავმა
ნაბახუსევი გვქონდა იარა
მაგრამ წინაპრის უხევმა ფარმა
მხოლოდ სიზმრები დააზიანა

მთაზე ნამკერდი გვაცოცხლებს სიო
ვით ქალთა ტანის დატაძრულობა
ამისთვის ვსვამდით მე დათო გიო
რომ ძმებს გვეპოვნა უსასრულობა

ტროტუარები ჩვენი მდელოა
რკინები გვაქსოვს ლამპიონების
ეს მხოლოდ ჩვენი სამფლობელოა
აქ ხმა არისმის სულით ბოზების

და გაუმარჯოს სიზმრებს ბიჭების
რომელიც ათოვს უბანთ აბანოს
თუ ეს ლექსია დამშვიდობების
ერთად მოვკვდებით ღმერთმა დაგვფაროს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →