ჩანაწერი
Laravel
პლეხანოველ პოეტებს
ტიციანს ლექსებთან ფიცი აქვს უტეხი
რომ თითებს ქალისას მითები ათეთრებს
სიზმრები ღვინოში ქაოსით ავტეხე
და მათ გვირგვინებს ეს ლექსი აღელვებს
გალაკტიონის მზე ქართა სიონი
უდაბნოების ამრავლებს საუკუნეს
უცხო მომღიმართა იყო თანატოლი
მასზე უხილავად ვებრძვი მე უკუნეთს
ღვინო არ მინდოდა ქარი დამათრობდა
ყველა ფერებია ჩემში საპოეტო
ის ვინც გრაალებად გრიგალს თამაშობდა
მამის ლექსთა ტოტებს ფოთლად წამოედო
თბილისს აღამურებს ტერენტი ღამეში
ახლა დაიღალა ცხელა და ვევნები
ყველა ჩუქურთმების იყო გილგამეში
მაგრამ ამ ლექსებზე დაღვარა მელნები
პაოლო ბნელია უცხო ხმიანებით
აპოლონს აბოლებს სიგარეტს კოსმოსის
ყვავს ნაზამბახებს დრო დაგვიანებით
მას სიკვდილს კარნახობს ხმა ეპისკოპოსის
რუსთაველს უნდა ეს ვიცი გზა მეყოფა
ჯოჯოხეთს დანტესას ვლესავდი გალამდე
სამყაროს პოეტად არ მინდა მე ყოფნა
პანთეონთ მარადებს ნახვამდის ხვალამდე
რომ თითებს ქალისას მითები ათეთრებს
სიზმრები ღვინოში ქაოსით ავტეხე
და მათ გვირგვინებს ეს ლექსი აღელვებს
გალაკტიონის მზე ქართა სიონი
უდაბნოების ამრავლებს საუკუნეს
უცხო მომღიმართა იყო თანატოლი
მასზე უხილავად ვებრძვი მე უკუნეთს
ღვინო არ მინდოდა ქარი დამათრობდა
ყველა ფერებია ჩემში საპოეტო
ის ვინც გრაალებად გრიგალს თამაშობდა
მამის ლექსთა ტოტებს ფოთლად წამოედო
თბილისს აღამურებს ტერენტი ღამეში
ახლა დაიღალა ცხელა და ვევნები
ყველა ჩუქურთმების იყო გილგამეში
მაგრამ ამ ლექსებზე დაღვარა მელნები
პაოლო ბნელია უცხო ხმიანებით
აპოლონს აბოლებს სიგარეტს კოსმოსის
ყვავს ნაზამბახებს დრო დაგვიანებით
მას სიკვდილს კარნახობს ხმა ეპისკოპოსის
რუსთაველს უნდა ეს ვიცი გზა მეყოფა
ჯოჯოხეთს დანტესას ვლესავდი გალამდე
სამყაროს პოეტად არ მინდა მე ყოფნა
პანთეონთ მარადებს ნახვამდის ხვალამდე
Laravel
კომენტარი
0