ჩანაწერი
Laravel
Rigor Mortis
მგონი ასეა კაცის ცხოვრება
მარად ხედავდეს ყრუ საოცრებებს
და სიცოცხლისგან გამოთხოვება
მის გულში იმედს ვერ იმეტებდეს
ორსახოვნებით მარადისობის
უნდა იცხოვრო ღიმილით კაცმა
რომ ყოველივე ლურსმნის დასობის
დროს განიცადო ხარხარით ჯვარცმა
ხორცი კი კვდება როგორც ყვავილი
სიცარიელის უკვდავ ბაღებში
ცის ხმები ელვის სულში აჭრილი
მას მიაქანებს სინარნარეში
დაე გვინდოდეს გვწყუროდეს წვიმა
გვისმენდეს არვინ არაფრის მქონეს
დაკარგოს სულის მზეები ტვინმა
ცხოვრება ჰგავდეს ჩუმ თავმომწონეს
ეს პაპიროზი ვით ცა ფირუზი
ისე იწვება თითქოს არაა
გამოცანაა სუნთქვის იმპულსი
ცრემლი სადაა მართლაც სადაა
ლულაზე ფეთქდა სიო იმგვარი
ჟინიან მხედრის ცივი ჭენების
გავა ავდარში ზაფხულის დარი
არ შეგეშინდეთ გამოღვიძების
გამოვექეცი ყოფის ნაყოფებს
ჩემი გზა მქონდეს მხოლოდ ეს მინდა
ის რაც სიცოცხლეს მუდამ ამყოფებს
ფრთები აფრინდა ფრთები აფრინდა
მარად ხედავდეს ყრუ საოცრებებს
და სიცოცხლისგან გამოთხოვება
მის გულში იმედს ვერ იმეტებდეს
ორსახოვნებით მარადისობის
უნდა იცხოვრო ღიმილით კაცმა
რომ ყოველივე ლურსმნის დასობის
დროს განიცადო ხარხარით ჯვარცმა
ხორცი კი კვდება როგორც ყვავილი
სიცარიელის უკვდავ ბაღებში
ცის ხმები ელვის სულში აჭრილი
მას მიაქანებს სინარნარეში
დაე გვინდოდეს გვწყუროდეს წვიმა
გვისმენდეს არვინ არაფრის მქონეს
დაკარგოს სულის მზეები ტვინმა
ცხოვრება ჰგავდეს ჩუმ თავმომწონეს
ეს პაპიროზი ვით ცა ფირუზი
ისე იწვება თითქოს არაა
გამოცანაა სუნთქვის იმპულსი
ცრემლი სადაა მართლაც სადაა
ლულაზე ფეთქდა სიო იმგვარი
ჟინიან მხედრის ცივი ჭენების
გავა ავდარში ზაფხულის დარი
არ შეგეშინდეთ გამოღვიძების
გამოვექეცი ყოფის ნაყოფებს
ჩემი გზა მქონდეს მხოლოდ ეს მინდა
ის რაც სიცოცხლეს მუდამ ამყოფებს
ფრთები აფრინდა ფრთები აფრინდა
Laravel
კომენტარი
2