შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

სიმპოზიუმი

ამ დროს როცა არ ვიცი ფიცი სასიყვარულო
მზე იღვრება თასებში მთებთან ემბაზიური
მომევლინა ძვირფასო არსო ცაში ფარულო
ლანდიანი გვარების თეთრი სიმპოზიუმი

ქვეყანაზე დარჩება ჩემი არსაიდები
აზიდული ტყეების სივრცეები მფეთქავი
ვიცი სამუდამო ვარ როგორც განთიადები
პოეზიის მშობელი და შეშლილი მერცხალი

თვითეული თქვენგანი საიდუმლოდ მღეროდა
უსივრცესი გალიის უმიზნო დასერვებით
გვირგვინები მემკვიდრის უსასოოდ მელოდა
ფითრის ალიონებად მომდიოდა ცრემლები

მოდიოდა ამალა ჩემი ცივი ლექსების
ეხლა სიყვარულია უკუნეთის ქარებში
მათ იციან ბაღები სამუდამო ხსენების
მწვავე არყოფილება ტიროდა ვარსკვლავებში

ახლა იქ ზამთარია თოვლიანი მბურავი
სასაფლაო სოფლების უმანკოდ ჭეშმარიტი
ფრინველები ყოველთვის გაზაფხულში მცურავი
მათთვის ვარ პოეზიის მზე ჯვარცმული ზენიტი

ცივად მდის უდროობა ყველგან ვარ ამღვრეული
შემიყვარდა სითეთრე და ფიქრები ღვთიური
მე ვარ მარადისობის ცეკვით გადარეული
სიყვარული სიცოცხლის ჩემი სიმპზოიუმი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →