შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ანეონდება

ანეონდება მზე ციურელი
ტყის ციფრიანი დაფნების ქართან
გააგრაალებს გზა მიუვლელი
გვირგვინს ეკლიანს ამღვრეულ ხატთან

მზე ცად ასივრცდა მყინვარს ნამკერდი
ზეცად აშლილი მთა თაღიანი
ზღვად ნაღვლიანი ზღაპრით ნაჭედი
შარავანდედით ადამიანი

დასი ათასი თარსიანობდა
ანგელოზებთა ფრთის ფიტულები
როცა ვაგნერზე ატირდა ნიცშე
და მონასივრცდა მზის კიდურები


დავიწვა მძიმე მძივების რიგად
ვით ფეოდალი კატების ბეწვში
მსურს საქართველო რომ გავამთელო
ვიდრე ბგერები მიცურავს ნერწყვში


მწყურია მზე და სულია წყალში
მარად იხრჩობა ცამეტი გედი
არარსებული მიყვარდა ქალში
ვით ოკეანის ორქიდეები


ანენოდება ქარი მზის ჩქარი
უზენაესი არყოფილება
თბილისს უტოკდა წამი ჩამქრალი
ემბრიონული აღორძინება

ცა გამზიანდა სიცარიელით
მზე უმანკო მკლავს კრძალვით მიმამკობს
და უშრეტია სივრცე უსივრცოდ
წყევლა იმედებს ჯვარზე მიაკრობს

დავბრუნდი ისევ მარად მბრუნავი
ისერავს ბინდი ბრმა იადონებს
დაფნის გვირგვინი ვით მუზარადი
ამ პოეზიით სულს იბატონებს


კრუნჩხვებს იარებს წყევლებს მიალებს
მზე არსაიდის ჭენებით მკვლელი
როგორც დამღლელი კუბო ციალებს
ისე ტრიალებს დრო წასასვლელი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →