შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ცის ალიერი სიცარიელე

მარად სიცარიელის მე მწყუროდა დარები
ათაღება ბაღების და ცივი ზამბახები
თოჯინების ზმანება ბავშვებს არ ემალება
აქაფდება სივრცეში ხატი გამოსალმების

აიბლანდა ბლონდები ბროლიანი სვეტებით
იქარგება ქარები ცხენების გაჭენებით
ასივრცდება სინაზის თეთრი ფოთლოვანება
სამუდამო ფატებით ცხელი სამარეების

უკუნეთის აშლილი ყვავილები წვებიან
უცხო სამაიებში ჩონჩხებს აელვებიან
მღვრიე შარავანდედით მოდის ქარტეხილები
სველი სამოთხეებით ჩემში გამოღვიძების

აილანდა ფარდებით გზა უდაბნოებაში
საზღვრებს აუსაზღვროებს კარი უსახლობაში
ფითრთა ლიანდაგებით ფიქრი უწონოობდა
ქარი აუმანკოებს გულს ცივ მიმოქცევაში

აიკვირტა ბინდები დროში გაუდროოვდა
თოვდა ფიფქის რიგები სუდარების ქროლვაში
თასში მეეტლეების მწვერვალები ავანთე
უდაბნო სამუდამო მედგა განთიადების


დაიფრქვევა დაფნებით საკმეველი ციური
ლურჯი ცის ალიერით ღრუბლებს გააგემებენ
არ ითქმევა ვადებით სარეცელი ღვთიური
ჩემი სამუდამობის ფეთქდა სიცარიელე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →